.
აკნე კონგლობატა, არის ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი დაავადება, წარმოდგენილი კომედონებით, ჩირქოვანი კვანძებითა და აბსცესებით. აკნეს ეს ფორმა გამოწვეულია ტესტოსტერონის ჰორმონის რაოდენობის გაზრდასთან სისხლში და საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობას, აზიანებს კანის დიდ უბნებს სახეზე, ზურგზე და გულ-მკერდის არეზე. რისი მორჩენის შემდეგადაც რჩება ნაწიბურები, რომლებიც შეიძლება იყოს ატროფიული და კელოიდური. ნაწიბურები ასევე შეიძლება დარჩეს აკნეს-„ ჩვეულებრივი ფერიჭამიების“ მერეც, არასწორი მოვლისა, მკურნალობის და არაკომპეტენტური პირის მიერ წმენდის შედეგად.
კანზე არსებული ნაწიბურების რამდენიმე ტიპი არსებობს:
1.ჰიპერტროფული – რომელიც ამოწეულია კანის ზედაპირიდან.
2.ატროფული- რომელიც ჯანმრთელი კანის ზედაპირამდე ვერ აღწევს.
3.კელოიდური ნაწიბური – რომლის ჩამოყალიბებაც იწყება შეხორცებიდან 3-4 თვის შემდეგ.
რა თქმა უნდა, გამონაყარი სახეზე და მისგან დარჩენილი ნაწიბურები ყველაზე უსიამოვნოა და დიდ დისკომფორტს ქმნის, მაგრამ არსებობს საოცარი მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ.ჩვენს კლინიკიში, გთავაზობთ აკნეს შემდგომი ნაწიბურების მკურნალობას ლაზერის მეშვეობით.
ამერიკული LUMENIS M22, ითვლება ოქროს სტანდარტად, როგორც დერმატოლოგიურ, აგრეთვე კოსმეტოლოგიურ სფეროში. კომპანიამ აწარმოა ყველაზე მეტი კვლევა ორივე განხრით, რათა ყველაზე სწრაფი, კომფორტული, ეფექტური და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხო ლაზერი შეექმნათ. შექმნილია ამერიკული კომპანიის მიერ.
აპარატი არის მრავალ მოდულიანი. ყოველ მოდულში ფუნქციურად ექსკლუზიური ტექნოლოგიაა გამოყენებული: ფოტო IPL და ლაზერის სხივის ResurFX სახით.
ResurFX აქვს ძლიერი სკანერი ჩამონტაჟებული ლაზერის თავში, რომელიც სპეციალური Lumenis-ის მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით ნაწილ-ნაწილ ქმნის ნემისმიერი ტიპის მიკროკუაგულაციებს ეპიდერმისში და არა ერთბაშად, ისე როგორც ხდება ყველა სხვა ფრაქციონალურ ლაზერებზე; ეს იმიტომ კეთდება, რომ მაქსიმალურად დაბლა შენარჩუნდეს კანის ტემპერატურა პროცედურის დროს და თავიდან ავიცილოთ მისი ზედმეტი გადახურება ან დამწვრობა.
Resur FX მეტი უსაფრთხოებისთვის იყენებს აგრეთვე საუკეთესო, მეოთხე თაობის, თერმო ელექტრო გაგრილების სისტემას, რომელიც დამატებით დაბლა წევს კანის ტემპერატურას და პრაქტიკულად ნულამდე დაყავს მკურნალობის შემდგომი გართულებები.
ლაზერს აგრეთვე შეუძლია შეცვალოს თავაკის შაბლონი და მაქსიმალურად შეუსაბამოს ნაწიბურის ფორმას, შედეგად აკეთებს ნებისმიერი ტიპის მიკროკუაგულაციებს კანზე. არის 600 ნიმუში, რომელსაც ექიმი ცვლის აპარატის მენიუდან. ეს საშუალებას აძლევს ექიმს იმუშაოს მისთვის საჭირო მონაკვეთებზე, რომ სხვა კანის მონაკვეთებს არ შეეხოს. ამით საკმაოდ მარტივია ნაწიბურებზე მუშაობა, რადგან ამ დროს არ ვეხებით კანის იმ მონაკვეთს, რომელსაც მკურნალობა არ სჭირდება. შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ Resur FX არის დღეიდღეობით ყველაზე კომფორტული (ტკივილის შეგძნებას პრაქტიკულად ვერ გძნობთ პროცედურის დროს), უსაფრთხო (კანი მაქსიმალურად დაცულია ლუმენისის ალგორითმის და საუკეთესო გაგრილების სისტემით), ეფექტური (ამ ლაზერს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმატების მაჩვენებელი არაერთი კლინიკური კვლევების მიხედვით) და აქვს ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი. მკურნალობიდან რჩება მცირედი სიწითლე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე საათში ან მაქსიმუმ 1-3 დღეში გაივლის.