.
რა არის ესთეტიკური გინეკოლოგია?
ესთეტიკური გინეკოლოგიის სფეროში გამოცდილი ექიმი ხელს შეუწყობს ყველაზე ინტიმური პრობლემების გადაჭრას:
პერინეოპლასტიკა — საშოს კედლებისა და შესავლის კორექცია (ზომების შემცირება, ნაწიბუროვანი პრობლემების მკურნალობა);
ლაბიოპლასტიკა — (დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების ფორმისა და მოცულობის კორექცია (სასირცხვო ბაგეების ასიმეტრია,დეფორმაცია))
ჰიმენოპლასტიკა — საქალწულე აპკის აღდგენა;
წერტილი G აუგმენტაცია;(ვაგინალური ორგაზმის მისაღწევად)
გარეთა სასქესო ორგანოების პაპილომებისა და კონდილომების მოცილება რადიოტალღური მეთოდით
კლიტოროპლასტიკა —- კლიტორის თავისა და ჯიბის გაზრდა (ორგაზმის მისაღწევად);
დიდი სასირცხვო ბაგეების გაახალგაზრდავება ლაზერით;
პერინეოპლასტიკა(ვაგინის კუნთების შესუსტება და საშოს გაწელვა)
შარდის სტრესული შეუკავებლობა;
საშოში სიმშრალისა და დისკომფორტის შეგრძნება.
როგორ ხორციელდება პროცედურები?
უნდა დაგამშვიდოთ, რომ ესთეტიკური გინეკოლოგიის ყველა პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, 30-დან 60 წუთამდე. ესთეტიკური გინეკოლოგია მოიცავს საინექციო პროცედურებს, ოპერაციის გარეშე. ერთადერთი გამონაკლისია ლაბიოპლასტიკა, სასირცხო ბაგეების კორექცია, რომელიც ხდება სკალპელის გამოყენებით, მაგრამ ისევ ადგილობრივი ანესთეზიით.
პროცედურის სახე დამოკიდებულია პრობლემის ტიპზე:
სასირცხო ბაგეების მოშვებულობა.
ასაკთან ერთად სასირცხო ბაგეები კარგავს საკუთარ სიმკრივესა და მოცულობას, ჩნდება ღია სქესობრივი ნაპრალი. ამ დეფექტის მოშორება კონტურულ პლასტიკას შეუძლია. ფილერი შეიყვანება დიდ სასირცხო ბაგეებში, შესაბამისად ხდება არსაკმარისი მოცულობის გაზრდა. მოცემული პროცედურა ასრულებს ფიზიოლოგიურ და ესთეტიკურ ფუნქციებს. პირველ რიგში, იცავს ლორწოვან შრეს სიმშრალისგან და ინფექციის მოხვედრისგან. მეორეც, ინტიმურ ზონას ანიჭებს „სიმფუმფულეს“, რის შედეგადაც ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
საშოს გაწელვა
ხშირ შემთხვევაში ეს ხდება მშობიარობის შემდგომ, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს ორივე პარტნიორის მგრძნობელობას. საშოს დავიწროებაში გვეხმარება ფილერის შეყვანა საშოს ლორწოვანაზე. პროცედურა გრძელდება არაუმეტეს 30 წუთისა და სრულიად უსაფრთხოა. პროცედურის ეფექტი მომენტალურია. ასევე კეთდება პროცედურები ლაზერული ტექნოლოგიის მეშვეობით, რითაც მიიღწევა საშოს დავიწროება მოცულობაში.
შარდის სტრესული შეუკავებლობა
ეს პრობლემაც მარტივად და წარმატებით ფილერის საშუალებით აღიკვეთება. გინეკოლოგი ასრულებს მიკროინექციას შარმდენ არხთან ახლოს. ამ გზით, ხდება სფინქტერის გამაგრება და იქმნება ახალი ხელოვნური წნევა, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შარმდენობა.
არასაკმარისი ორგაზმი ან მისი სრული არარსებობა.
დიახ, გინეკოლოგებმა ისწავლეს ამ პრობლემასთანაც გამკლავება! ფილერის შეყვანა კლიტორის ადგილას და G ზონის მოცულობის გაზრდა – ესთეტიკური პროცედურაა, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ქმნის ბევრი ქალბატონისთვის. ყველაზე ეროგენული ზონების მოცულობის გაზრდა ფილერებით, საშუალებას იძლევა გარანტირებულად შეიგრძნო ორგაზმი და აჰყავს ინტიმური სიახლოვე ახალ საფეხურზე.
საშოს ლორწოვანას სიმშრალე
მიზეზი შეიძლება იყოს მრავალგვარი: დაწყებული ჰორმონალური, ასაკობრივი და დამთავრებული – დიეტების პერიოდებით, როდესაც ლორწოვანას დატენიანება მკვეთრად მცირდება, შედეგად – დისკომფორტი და მიკრობზარები ჩნდება. სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლოა პლაზმოთერაპიის სეანსითა და ბიორევიტალიზაციით. გარდა ღრმა დატენიანების ეფექტისა, მიკროინექციის პლაზმოთერაპია მკვეთრად ანახლებს და აახალგაზრდავებს საშოს ლორწოვანას, რაც მნიშვნელოვნად ააუმჯობესებს ქალის ზოგად ჯანმრთელობას.
მკვეთრად დიდი ( არასიმეტრიული) სასირცხო ბაგეები.
ასეთ შემთხვევაში გინეკოლოგი შლის ზედმეტ ნაჭერს და ადებს თვითგამწოვი მატერიისგან საიუველირო ნაკერს. რეაბილიტაცია ხდება ძალზედ სწრაფად, 2 კვირის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ინტიმურ ცხოვრებას.
ესთეტიკური გინეკოლოგიის ეფექტი
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელი პროცედურების ჩატარების შემდგომ, ქალები აღიარებენ: „ რატომ არ ჩავიტარე ეს პროცედურა მანამდე?“ რეალურად, რა კარგია იცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით, როცა არაფერი გაწუხებს, დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით, თავს გახსნილად გრძნობ საყვარელ მამაკაცთან.
პაციენტების უმრავლესობა, რომლებმაც ჩაიტარეს ესთეტიკური პროცედურები ინტიმურ ზონაში, აღნიშნავენ სექსუალური მგრძნობელობის ხარისხის გაუმჯობესებას, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კომფორტს;
თვითშეფასების გაზრდა;
უფრო ხშირი ორგაზმები, მგრძნობელობის ახალი ჰორიზონტები;
ლიბიდოს გაუმჯობესება;
ლორწოვანას – საუკეთესო დატენიანება;
შორისის კუნთების ტონუსის გაუმჯობესება;
კანის სიმკვრივის განახლება;
რამდენი ხანი ნარჩუნდება ეფექტი?
ინტიმური კოსმეტოლოგიის ეფექტი გრძელდება 6-9 თვის განმავლობაში, რის შემდეგადაც, სურვილისამებრ, შეიძლება პროცედურის გამეორება. ლიბიოპლასტიკის ეფექტი კი მუდმივია.
არსებობს თუ არა უკუჩვენებები ან გართულებები?
ექსპერტის შეხედულება:
უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები. კვალიფიციური ექიმი დაგინიშნავთ მხოლოდ იმას, რაც საჭირო და აუცილებელია თქვენთვის. პროცედურამდე ზოგჯერ საჭიროა სტანდარტული ანალიზები, რომ გავიგოთ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა და თავიდან იქნას აცილებული არასასურველი შედეგები. გარდა ამისა, ყველა პროცედურა ტარდება სტერილურ პირობებში, რაც ასევე წარმოადგენს პროცედურის უსაფრთხოებას. კვალიფიციური ექიმი და საუკეთესო კლინიკა წარმატების გარანტია.