.
გაგანიერებული კაპილარები აწუხებს დედამიწის თეთრკანიანი მოსახლეობის მესამედს, ისინი ჩნდება ფეხებსა და სახეზე: ცხვირის არესთან, ლოყებზე, ნიკაპზე. მათ აქვთ ობობას ქსელის ფორმა, გვხვდება ასევე წითელი ან ლურჯი კაპილარების ქსელი, ამავე ფერის ლაქები (ჰემანგიომები ან „ღვინის ლაქები“).
კაპილარები შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა ფაქტორის გამო: ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება (გაყინვა, საუნის ხშირი სტუმრობა), ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ზემოქმედება, ორგანიზმის ჰორმონალური დარღვევები, არანაკლებ როლს თამაშობს მემკვიდრეობა.
კაპილარები – ეს არის არა ესთეტიკური ნაკლი, არამედ ერთ-ერთი სერიოზული დაავადების ფორმა – ვარიკოზი.
ერთი გაგანიერებული კაპილარის გაჩენაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დავფიქრდეთ სისხლძარღვების მკურნალობაზე და მივმართოთ ექიმს, თუ ჩვენ არ მივხედავთ კაპილარებს, ისინი დაიწყებენ კანზე „გავრცელებას“.
გაფართოებული კანქვეშა და კანსშიგნითა წვრილი სისხლძარღვები და კაპილარები ხელს უშლიან სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ტვირთავენ ჯანმრთელ ვენებს ზედმეტი „მუშაობით“.
კაპილარების ლაზერული მკურნალობა და მოშორება, კლასიკური ინვაზიური მეთოდებისგან განსხვავებით, კაპილარების პროგრესული მკურნალობაა, ლაზერული კოაგულაციის დახმარებით უმტკივნეულოა და თითქმის არ გააჩნია უკუჩვენება. კაპილარების მოშორება ხდება ლაზერული სხივის ზემოქმედებით გაფართოებულ სისხლძარღვზე, ეპიდერმისის შრის გავლით. ლაზერული სხივი შთანთქავს სისხლის ჰემოგლობინს, სისხლძარღვი ხურდება და ქრება, ამრიგად მის გარშემო ქსოვილი არ ზიანდება.
ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვებრძოლოთ დაზიანებულ სისხლძარღვებს. დღესდღეობით, კაპილარების გაქრობა სახესა და ფეხებზე არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და რაც მთავარია, პროცედურის შემდეგ კანზე არ რჩება ნაწიბურები. კაპილარების მკურნალობა შეგვიძლია ჩავიტაროთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ ამ პროცედურას აუცილებლად ნიშნავს სპეციალისტი, წინასწარი კონსულტაციის დროს.
ჩვენს კლინიკაში არის თანამედროვე ლაზერული აპარატი LUMENIS M22. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ მისი გამოყენებით და პროფესიონალი ექიმების დახმარებით, გაგანიერებული კაპილარების პრობლემა კიდურებსა და სახეზე ძალიან მალე გაქრება, უმტკივნეულოდ და ნაწიბურების გარეშე.