. მასაჟი - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

მასაჟი არის მექანიკური რეფლექსების ზემოქმედება ორგანიზმზე,როგორც სამკურნალო,
ასევე საერთო გამაჯანსაღებელი მიზნით. ის ადამიანისთვის ყველაზე ფიზიოლოგიური
და ადეკვატური მეთოდია ამა თუ იმ პრობლების მოსაგვარებლად. არსებობს ბევრი
სახე,კვალიფიკაცია დამოკიდებულია სხვადასხვა კრიტერიუმებზე:
მეთოდიკაზე,ტოპოგრაფიაზე,დანიშნულებაზე და ა.შ.
ძირითადათ გამოიყოფა მასაჟის სამი სახეობა:
1)სამკურნალო;
2) ანტიცელულიტური;
3)ჰიგიენური ე.წ. „ რელაქს“ მასაჟი.

სამკურნალო მასაჟი – კეთდება სხვადასხვა დაავადებების დროს,როგორიცაა:
 ორთოპედიული(დისპლაზია,სქოლიოზი,ბრტყელტერფიანობა …….)
 ნერვოლოგიური (ნერვიტები,იშიასი,დისკოზი,ოსტეოქონდროზი,რადიკულიტი
…..)
 ტრავმატოლოგიური (ღრძობა,მოტეხილობა,მყესების გაწყვეტა)და ემსახურება
დაავადების სიმპტომების მკურნალობას და ავადმყოფის გამოჯანმრთელებას.
ჰიგიენური „რელაქს“ მასაჟი – ყველაზე სასიამოვნო ნაირსახეობაა და ფაქტობრივად
რეკომენდირებულია ყველასათვის.კუნთების მოდუნების შედეგად თავის ტვინს
მიეწოდება იმპულსები,რომელიც ამშვიდებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ
სისტემას. ორგანიზმში წარმოიქმნება ისეთი მდგომარეობა,რომელიც ტოლფასია
ჯანმრთელი ფიზიოლოგიური ძილის.რელაქს მასაჟი კეთდება დაღლილობის, ნევროზის,
დეპრესიის, უძილობის, სტრესის და გადაღლილობის დროს.
ანტიცელულიტური მასაჟი- ეს არის სპეციალური ტექნიკით შესრულებული
მასაჟი,რომელიც ძირითადად მოქმედებს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე. მისი მოქმედება
განპირობებულია სამი ძირითადი მექანიზმით: მიკროცირკულაციის
გაუმჯობესება,ლიმფოდრენაჟი და კოლაგენ ელასტინის ფუნქციის სტიმულაცია. იგი
შეიძლება იყოს როგორც ხელით ასევე აპარატურული.საუკეთესო ვარიანტია მათი
კომბინაცია.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00