.
კანზე არსებული ნაწიბურების რამდენიმე ტიპი არსებობს:
1.ნორმოტროფიული (ფიზიოლოგიური), რომელიც კანის ზედაპირიდან არ არის ამოწეული, იგი ნორმალური შეხორცებითი პროცესის შედეგია.
2.ჰიპერტროფული, რომელიც ამოწეულია კანის ზედაპირიდან.
3.ატროფული, რომელიც ჯანმრთელი კანის ზედაპირამდე ვერ აღწევს. სწორედ ატროფიული ნაწიბურის სახეობაა ყველასათვის კარგად ნაცნობი სტრიები.
4.კელოიდური ნაწიბური, რომლის ჩამოყალიბებაც იწყება შეხორცებიდან 3-4 თვის შემდეგ.
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ პრობლემის მოგვარებას ფრაქციული ლაზერის მეშვეობით LUMENIS M22 აპარატით, საჭიროა 5-6 პროცედურის ჩატარება 4-6 კვირის ინტერვალით. პროცედურების შემდეგ ნაწიბური გახდება უფრო ესთეტიური და შეუმჩნეველი.