. პიგმენტური ლაქების მოშორება - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა თეორიულად ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ისინი ახალგაზრდას გაუჩნდა, მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებები, საეჭვო ხარისხის კოსმეტიკის ხანგრძლივი გამოყენება, ზოგიერთი კონტრაცეპტივის ან სამკურნალო საშუალების მიღება.

პიგმენტური ლაქების გაჩენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დაბერებაა. ორმოციორმოცდაათი წლიდან ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ჩნდება. რისი ბრალია ეს? უმთავრესად იმისა, რომ უჯრედები თანდათანობით კარგავს პიგმენტის წარმოების შეწყვეტის უნარს. სიტუაციის გაურესება მენოპაუზის თანმხლებ ჰორმონულ დისბალანსსაც შეუძლია. ამდენად, პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს:

 

  • ქალური დაავადებების (საკვერცხეების დისფუნქცია, ანთებითი დაავადებები) და ორსულობის დროს;
  • ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს;
  • ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების შედეგად;
  • შარდსასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას;
  • ნერვული და ქრონიკული დაავადებების ფონზე;
  • მაღალ ტემპერატურაზე ქიმიურ ნივთიერებებთან სისტემატური მუშაობისას;
  • С ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში;
  • ძლიერ გამღიზიანებელი კრემებისა და მალამოების გამოყენებისას;
  • ტრავმების შედეგად.


სახეზე პიგმენტური ლაქების გაჩენაში დიდ როლს ასრულებს მზე, ამიტომ ლაქები, ისევე როგორც ჭორფლი, გაზაფხულის მზის პირველი სხივების მოხვედრისთანავე უფრო მკაფიოდ ჩნდება. მათი გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გაზაფხულზე და ზაფხულში უნდა ვერიდოთ მზეს და დავიცვათ სახის კანი. პიგმენტური ლაქები განსაკუთრებით გარუჯვის შემდეგ ჩნდება, ამიტომ, როცა მათეთრებელი კოსმეტიკის წყალობით მათგან გათავისუფლდებით, ეცადეთ, მომავალში თავი არიდოთ მზეს. კანის ჰიპერპიგმენტაცია შესაძლოა გამოიწვიოს კოსმეტიკამ ან სახის არასწორმა მოვლამ, მათ შორისსქრაბითა და პილინგკრემით არასწორმა წმენდამ (წელიწადის დროის უგულებელყოფით), სხეულის ღია ადგილებზე სუნამოს დაპკურებამეთერზეთები ზრდის მზის სხივებისადმი კანის მგრძნობელობას, შედეგად ვიღებთ ფოტოდერმატიტს, შემდგომ კი პიგმენტაციას. პიგმენტური ლაქების გაჩენაში შესაძლოა კოსმეტიკური საშუალებების ქიმიურ შემადგენლობასაც მიუძღოდეს ბრალი.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00