. ყვრიმალები კორექცია შემავსებლებით(ფილერებით) - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა

ყვრიმალის კორექცია
თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში აქტუალურია არაქირურგიული მეთოდით სახის სრული მოდელირება – ეს კი მიიღწევა ბუნებრივი შემავსებლებით!
მათი დახმარებით კარგად ხერხდება ყვრიმალების გამოხატვა, თუ ისინი მეტისმეტად არ არის დაშვებული.
ბუნებრივი შემავსებლებით (ე.წ. ფილერებით) ხდება სახის სრული რეკონსტრუქცია-მოდელირება – რა დროსაც ხდება ყვრიმალების აწევა.

მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად კანქვეშა ცხიმოვანი შრე ატროფირდება და სახე ფორმას იცვლის. ფილერი ატროფირებული შრის ადგილს იკავებს და სახეს ახალგაზრდულ ოვალს უბრუნებს. ამასთან ერთად, ჰიალურონის მჟავა იკავშირებს წყლის მოლეკულებს და ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რისი წყალობითაც კანი უკეთ ნოტივდება და უფრო ელასტიკური ხდება.

პროცედურისთვის კანს წინასწარ ვამზადებთ და ვამუშავებთ. პრეპარატს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და დეფექტის მიხედვით ვარჩევთ. ქსოვილი ნაკლებად რომ დაზიანდეს, შემავსებელი სპეციალური ბლაგვცხვირიანი კანულით შეგვყავს.პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. აღდგენით პერიოდს ის არ მოითხოვს.
ეფექტი მყისიერია და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდება. განსაზღვრული ხნის შემდეგ ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება პრეპარატის დამატებაც. საბოლოო ჯამში, შედეგი ერთ წლამდე გასტანს.
კლინიკაში წარმოდგენია უმაღლესი ხარისხის,მსოფლიო დონის პრეპარატების ფართო ასორტიმენტი.ხარისხიანი შემავსებელი კი ხანგრძლივი ეფექტისა და მინიმალური გართულების გარანტიაა.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00