.
ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად მათ გასაქრობად ( მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაოჭები) გამოიყენება ფილერები.
გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებს და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.
პროცედურა ტარდება წინასწარ მომზადებულ (დამუშავებულ) კანზე, პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატი შეგვყავს სპეციალური კანულით, ქსოვილის ნაკლები ტრამვატიზაციის მიზნით, თუმცა შესაძლებელია მისი შეყვანა მიკროინექციებითაც.
პროცედურის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს.
ეფექტი დგება მომენტალურად და დროთა განმვლობაში შესაძლებელია პრეპარატის დამატება ეფექტის გაძლიერების მიზნით.
უკუჩვენებებია: ორსულობა, მწვავე ცხელებითი დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია.