. რა საფრთხეს შეიცავს მეჭეჭი და  როგორ ხდება მისი მოცილება: ექიმი დერმატოლოგის რჩევები - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • სექტემბერი

    19

    2019
  • 199
  • 0
რა საფრთხეს შეიცავს მეჭეჭი და  როგორ ხდება მისი მოცილება: ექიმი დერმატოლოგის რჩევები

რა საფრთხეს შეიცავს მეჭეჭი და  როგორ ხდება მისი მოცილება: ექიმი დერმატოლოგის რჩევები

მეჭეჭი არ არის კოსმეტიკური დეფექტი, ის კანის ვირუსული დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. მეჭეჭი გარეგნულად საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დროულად მოიცილოს. კლინიკა „ნეო-ნეო“ პაციენტებს მეჭეჭის მოცილებას თანამედროვე და უახლესი მეთოდით სთავაზობს. რამდენად უსაფრთხოა მეჭეჭის მოცილება, როგორ ხდება შემდეგ მისი მკურნალობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე კლინიკის ექიმი დერმატოლოგი ნინო კურკუმული გვესაუბრა.

მეჭეჭი არის კანის ვირუსული დაავადება. ზოგადად კანს აქვს გენეტიკური მიდრეკილება ამ ვირუსისადმი და ამ შემთხვევაში ხდება მისი გამრავლება. მეჭეჭი ყველა ადამიანს არ ედება. მეჭეჭი გადამდებია თანაცხოვრების, საერთო ნივთების ხმარების დროს, მაგრამ კანი გენეტიკურადაც უნდა იყოს მიდრეკილი ამ ვირუსისადმი.

– რა გართულებები შეიძლება მოყვეს მეჭეჭს?

– ერთადერთი ის, რომ შესაძლოა მოედოს მთელს ტანზე, რაც ნამდვილად უსიამოვნოა მომენტია. შესაძლოა კისრის ან საზარდულის არეში გამრავლდეს. არის ასევე ბრტყელი მეჭეჭები, რომელიც მთელს ტანზე მრავლდება და შემდეგ მისი მკურნალობა რთულია. მეჭეჭების მკურნალობა ხდება როგორც ანტივირუსული პრეპარატებით, ასევე მოწვით. მხოლოდ პრეპარატებით მეჭეჭები არ იკურნება. აუცილებელია მოწვა.

– კლინიკა „ნეო-ნეოში“, როგორ ებრძვით მეჭეჭებს, როგორ ხდება მისი მოცილება?

– ჩვენთან მეჭეჭების მოცილება ხდება ელექტრო კუაგულაციით. ვწვავთ ასევე ქარჩაულის მჟავით, რაც ნაკლებად იშოვება და თან რამდენიმე პროცედურას საჭიროებს. ამიტომ უმჯობესია თანამედროვე მეთოდით მოცილება.

– პროცესი უმტკივნეულოა?

– რა თქმა უნდა გაყუჩების გარეშე მტკივნეულია, ამიტომ ვაყუჩებთ ლიდოკაინით, რის შემდეგაც  საერთოდ ვერ გრძნობს პაციენტი. პროცედურა 15 წუთიანია. იმ ადგილას სადაც ხდება მოწვა, აღარ ამოდის მეჭეჭი.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ პაციენტები ამ პრობლემით?

– სხვათა შორის ბევრი ადამიანი გვაკითხავს, ვისაც მეჭეჭის მოცილება უნდა. ბევრს ეგონა, რომ დაბადებიდან ქონდა და ასე უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ გაუმრავლდათ და ჩვენ მოგვმართეს. რა თქმა უნდა მოწვის შემდეგ ძალიან კმაყოფილები მიდიან. მოგეხსენებათ რამდენად უსიამოვნოა სხეულის ამა თუ იმ ადგილას გამოსული წანაზარდი, რომელზეც ხან ხელი ედებათ, ხან სამოსი და ამით დისკომფორტი ექმნებათ. ჩვენგან კი სრულიად თავისუფლები და კმაყოფილები მიდიან.

– თუ სახეზე ხდება მეჭეჭის მოწვა, რამდენად არის რისკი, რომ ნაკვალევი დარჩეს?

– სახის შემთხვევაში უმჯობესია მეჭწის მოცილება მოხდეს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა აქტიური მზე არ არის, რათა არ დატოვოს ლაქა. როცა მეჭეჭები სახეზეა, ვცდილობთ გავაკეთოთ ზედაპირულად, რომ არ დარჩეს ნაკვალევი. ამის შემდეგ პაციენტს აუცილებლად ვაძლევთ რეკომენდაციას, როგორ უნდა მოუაროს მომწვარ ადგილს.

– კონკრეტულად, რომ გვითხრათ  რა რეკომენდაციას უწევთ ამ დროს პაციენტებს?

– ვუნიშნავ მოსაშუშებელ გელს, ხსნარებს, ასევე ანტივირუსულ კრემებს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, გააჩნია რა მდგომარეობაა და რა სჭირდება პაციენტს. რამდენიმე დღე ზღვა, მზეზე ყოფნა და რუჯის მიღება არ შეძლება, რათა მეორადი ინფექცია არ შეჭრას. ლაქა და ნაწიბური რჩება იმ შემთხვევაში, თუ მეორადად დაინფიცირდა კერები. თუ პაციენტი ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს და სწორად მოუვლის მომწვარ ადგილს, მაშინ იქ არანაირი კვალი არ დარჩება.

– რა შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა?

– მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება ელექტრო კუაგულაციის შემდეგ, რათა აღარ წამოვიდეს ახალი წანაზარდი.  არ გაიზარდოს ისეთი წანაზარდი, რომელიც შესამჩნევად არ ჩანს და რომელსაც ვერ მოვწვავთ. ამ დროს მძიმე პრეპარატები არ ინიშნება, ყველა არის ძალიან უსაფრთხო და რაც მთავარია აქვს სასურველი შედეგი.  წამლებს ვნიშნავ ინდივიდუალურად, პაციენტის შეფასების შემდეგ. ზოგ პაციენტს ისე სწრაფად უმრავლდება მეჭეჭები, რომ აუცილებელია გამოკვლევა შიდსზე და ჰეპატიტებზე. ეს უკვე მძიმე შემთხვევებში. თუ ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში მოხდა მეჭეჭების გამრავლება, აქ უკვე იმუნური პრობლემები იკვეთება და აუცილებელია მისი შემოწმება.

– ყველაზე ხშირად რა ზონებზე ჩნდება მეჭეჭები?

– ძირითადად ჩნდება კისრის, იღლიის, საზარდულის არეში. თუმცა ყოფილა გართულებული შემთხვევა და მთელს ტანზე ყოფილა მოდებული.

– თუ არასრულწლოვანს აწუხებს მეჭეჭები, ამ შემთხვევაშიც იგივე მეთოდებით ხდება მოცილება და რამდენად უსაფრთხოა პროცესი?

– სრულიად შესაძლებელია ელექტრო კუაგულატორით მოვაცილოთ არასრულწლოვანს მეჭეჭი. ეს არის სრულიად უსაფრთხო მეთოდი. როგორც უკვე გითხარით ვაყუჩებთ და ამის შემდეგ ვეღარაფერს გრძნობენ პატარები.

– ხშირად ხდება მეჭეჭების თვითნებურად მოცილება, ეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს?

– არც ზრდასრულმა ადამიანმა, არც მოზარდმა და ზოგადად არაპროფესიონალმა არ იცის, არსებული წანაზარდი ნამდვილად მეჭეჭია თუ არა. თუ ნამდვილად მეჭეჭია, ის  არ გადაგვარდება. თუმცა  აუცილებელია განსაზღვრა. ეს უნდა შეაფასოს სპეციალისტმა. შესაძლოა მეჭეჭის ნაცვლად ის იყოს საშიში წანაზარდი. ხშირად იწვავენ ხალხური მჟავებით, როცა მას კვება გადაეკეტება მაშინვე მოძვრება, მითუმეტეს თუ ის პატარა ასაკშია. მაგრამ როცა არ არის მეჭეჭი და საშიში წანაზარდია, არის რისკი, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ მე არ ვურჩევ  თვითნებურად მოწვას. კიდევ ვიმეორებ, ექიმმა უნდა დაადგინოს რა წანაზარდია და შესაბამისად იმოქმედოს.

© Copyright 2018 Powered By Mywebs.ge
T: 592-19-11-00

T