. როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები სწრაფად და ეფექტურად : ექიმი დერმატოლოგის რჩევები - NEO NEO Aesthetic - ნეო ნეო ესთეტიკური კლინიკა
  • მარტი

    16

    2019
  • 4408
  • 0
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები სწრაფად და ეფექტურად : ექიმი დერმატოლოგის რჩევები

როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები სწრაფად და ეფექტურად : ექიმი დერმატოლოგის რჩევები

პიგმენტური ლაქები მეტად გავრცელებული კანის დეფექტია. იგი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით გაჩნდეს. საბედნიეროდ არსებობს კოსმეტოლოგიური მეთოდები, რომლებიც ადამიანს აღნიშნული ლაქების მოცილებაში ეხმარება.

ძირითადად რა იწვევს პიგმენტურ ლაქებს, როგორ ვუმკურნალოთ, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში, როგო ავიცილოთ პრობლემა თავიდან, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი დერმატოლოგი ნინო კურკუმული გვესაუბრა.

გარვეული ასაკის შემდეგ, შესაძლოა კანზე გაჩნდეს პიგმენტური ლაქები, რასაც ძირითადად აქვს გენეტიკური ხასიათი. პიგმენტური ლაქები გამოხატულია, როგორც ჰიპერპიგმენტაციის, ისე დეპიგმენტაციის სახით. ჰიპერპიგმენტაციის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ესენია,  ქუაზმა, მელაზმა, ლენტიგო და სხვა. ჰიპერპიგმენტაცია ეს არის მელანიის დარღვევა კანის გარკვეულ უბნებზე, სადაც ჩნდება მოყავისფრო მუქი ლაქები.
როგორც აღვნიშნე პიგმენტურ ლაქებს ახასიათებს გენეტიკური ხასიათი.  ასევე შესაძლოა გაჩნდეს ზოგიერთი ენდოკრინული პრობლემის, ჰორმონალური დისბალანსის  დროს. უფრო ხშირად 30–35 წლის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. ასეთ დროს აუცილებელია ადამიანმა ზაფხულის პერიოდში თავი დაიცვას მზისგან დამცავი საცხებით, SPF 50 პლიუსით.

ლაქები შედარებით ადრეულ ასაკში თუ ვლინდება?

ადრეულ ასაკში ვლინდება თუ გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, ან როდესაც არის ღვიძლისმიერი პათოლოგიები და სხვა. რა თქმა უნდა თავდაპირველად ვიკვლევთ ასეთ პაციენტს. ამ დროს საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა მკურნალობა სწორად იყო მართული.

დღესდღეობით პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს და რამდენად მოგვარებადია ეს პრობლემა?

რა თქმა უნდა პრობლემა მოგვარებადია. ჩვენს კლინიკაში, „ნეო–ნეოში“ შემუშავებული გვაქვს მკურნალობის სახვადასხვა მეთოდი, რომელიც პაციენტის დათვალიერების შემდეგ  ინდივიდუალურად და საჭიროებისამებრ, კომპლექსურად ინიშნება. მკურნალობის დროს  ვიყენებთ LUMENIS M22-ის აპარატს, რომლის ერთ–ერთი ტექნოლოგია არის IPL, ანუ ინტენსიური ფოტოსხივი. სწორედ ინტენსიური ფოტოსხივის საშუალებით ხდება ამ ლაქების ალაგება და კანის ფერის დონემდე მიყვანა. ანუ რამოდენიმე პროცედურის შემდეგ, რომელიც კეთდება თვეში ერთხელ, ხდება ჰიპერპიგმენტაციის ალაგება. ასევე მკურნალობის კურსი მოიცავს ლაქების საწინააღმდეგო მეზოთერაპიას, ქიმიურ პილინგს.

ყველაზე რთულ შემთხვევაში, დაახლოებით რამდენი პროცედურაა საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად?

IPL–ით საჭიროა მაქსიმუმ 4–5 პროცედურა, რადგან ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ფოტოსხივს, რასაც კანის დამწვრობის გარეშე მივყავართ სასურველ შედეგამდე. კანზე დაიტანება  ჟელე, რომელიც იცავს კანს და თავიდან ვიცილებთ გართულებებს. რაც მთავარია პროცედურა არის უმტკივნეულო და ეფექტური.

რამდენ ხანს გრძელდება მიღებული ეფექტი?

თუ მკურნალობის შემდეგ პაციენტი დაიცავს იმ მითითებებს, რასაც ჩვენ გავცემთ, ეფექტი შენარჩუნებული იქნება ერთი წლის განმავლობაში.  ვინაიდან მელანინის წარმოქმნა უკვე დარღვეულია, გასუფთავებული კანისთვის მზის სხივები განსაკუთრებით მავნებელია, ამიტომ როგორც გითხარით, პაციენტმა თავი უნდა დაიცვას სპეციალური კრემებით.

ზაფხულის სეზონზე ურჩევთ პაციენტებს ამ პროცედურის ჩატარებას, თუ თავს იკავებთ?

ზაფხულში უფრო ვერიდებით, რადგან მზის სხივების ინსოლაცია არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება რუჯის დროს. თუ პაციენტი არ ირუჯება, ერიდება მზის სხივებს, არ დადის სოლარიუმში, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ.

პროცედურის შემდეგ, როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა სახის კანს?

პროცედურის შემდეგ სახის კანი 1–2 დღე შესაძლოა იყოს ოდნავ შეწითლებული. ვუნიშნავთ სიწითლის საწინააღმდეგო კრემს და ლაქების სააწინააღმდეგო, ვიტამინის შემცველ კრემს.

თუ ჯერ არ აწუხებს ადამინს პიგმენტური ლაქები, მათ რას ურჩევთ, როგო მოუარონ სახის კანს, რომ ეს პრობლემა არ შეექმნათ?

პაციენტებს, ვისაც არ აწუხებთ პიგმენტური ლაქები, არ ვურჩევ შუა დღის მზეზე გარუჯვას, ასევე გადამეტებულ გარუჯვას სოლარიუმში. ყველაფერი უნდა იყო ზომიერად. ვისაც უყვარს ზღვა, რუჯი, მათ ვურჩევ გაირუჯონ დილით, 12 საათამდე და საღამოს ოთხი საათის მერე. ასეთ შემთხვევაში პიგმენტური ლაქებისგან უფრო დაცული ხარ.

თუ პიგმენტური ლაქების პრობლემა გაწუხებთ და ეს დისკომფორტს გიქმნით, კლინიკა „ნეო ნეოში“  პროფესიონალთა გუნდი გელოდებათ, რომელიც ამ პრობლის მოგვარებაში დაუყონებლივ დაგეხმარებათ.

© Copyright 2023 Powered By ინტერიერის დიზაინი
T: 592-19-11-00