აკნე (ფერისმჭამელები) – კანის ზოგადი დაავადებაა, რომელიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ადამიანების უმეტესობის პრობლემა ხდება. აკნე უმეტესად განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმში, სხვადასხვა მედიკამენტის და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ცხოვრების წესი, სტრესი, იმუნიტეტის დაქვეითება, მემკვიდრული ფაქტორები, ალერგია, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებანი.
აკნე განსაკუთრებით გავრცელებულია საყმაწვილო ასაკში, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 20 და მეტი წლის ასაკში გამოვლინდეს.ზოგჯერ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთაც იყენებენ ანთებითი გამონაყარის შესანიღბად, შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი პროცესის პროვოცირება.
აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურები ადამიანებისთვის დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენენ.
ხშირად, კოსმეტიკურ საშუალებებს და ანტიბიოტიკებს არ შეუძლიათ იმ პრობლემების სრულად გადაწყვეტა, რომლებიც აკნეს ახლავს – კომედონები, ფერისმჭამელები, გამონაყარი, მუდმივი ანთება.
მეთოდიკა ფიზიოლოგიური და უსაფრთხოა. პროცედურის დროს არ ზიანდება კანის საფარის მთლიანობა.
პროცედურა საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ვუმკურნალოთ აკნეს, არამედ ჩავატაროთ გამწვავების პროფილაქტიკა. პროცედურის დროს ლაზერის სხივი ღრმად აღწევს კანში და ანადგურებს პათოლოგიური პროცესის გამომწვევ მიკრობებს.
პროცესი მიმდინარეობს სრულიად უმტკივნეულოდ. პროცედურის შემდეგ მცირდება და გადის ანთებითი მოვლენები, ქრება შეშუპებები და სიწითლე.
გარდა კანი სრულად იწმინდება ფერისმჭამელებისგან, გლუვი და მიმზიდველი ხდება.
მწვავე ანთებითი პროცესისი ჩასაქრობად საკმარისია 2-3 პროცედურის ჩატარება, სრული გამოჯანმრთელება მოითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია პროცესის სიმძიმესა და სერიოზულობაზე.
აკნეს შემდგომი ნაწიბურების სამკურნალოდ გამოიყენება ფოტო სხივი და ლაზერი.