.
მიმიკური ნაოჭებია: თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის არსებული ნაოჭები (ე.წ. გაბრაზების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.
დღეისთვის, არაქირურგიული ჩარევის გზით მიმიკური ნაოჭების კორექციისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდი არის ბოტულოქსინის (ბოტოქსი, დისპორტი) ინექციები, ასევე შუბლზე არსებული ღრმა ნაოჭები შესაძლებელია ამოივსოს ფილერის საშუალებით.
ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია (ინგ. filler – შემავსებელი).
ფილერის საშუალებით შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა (მაგ.: ცხვირ–ტუჩის ნაოჭი, წარბებს შორის ნაოჭი, შუბლის ნაოჭი, თვალის ირგვლივი ნაოჭები…).
გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებას და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.
*ფილერის შეყვანისთვის სასურველია კანი იყოს მომზადებული – დატენიანებული, რათა მისი ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ეფექტის ხანგრძლივობა, საშუალოდ 12-14 თვეა, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარტზე.